|
ძალიან მიყვარს გამოთქმა "უცხო ცის ქვეშ". მიყვარს უპირველეს ყოვლისა,ალბათ, იმიტომ, რომ ვფიქრობ, საუკეთესოდ მოგვითხრობს ჩემზე, ჩვენზე.ჩემთვის ის გრძნობების ანსხვავებულობას უფრო გამოხატავს, ვიდრეტერიტორიულს. და ამ გრძნობების სახით წარმოგვიდგება არა ის, თუ რანი ვართ,არამედ ის, რაც არა ვართ, გვიჩვენებს არა იმას, რასაც ვგრძნობთ, არამედრასაც არ ვგრძნობთ შესაძლოა, ხალხის მასაში ამ მასის ნაწილად ვჩანვართ,მაგრამ ხალხის სიმრავლე ვერ დაძლევს უცხო ცის ქვეშ მყოფ ჩვენს კედელს, მეორე მხარეს ვერ გადავა და ვერც ჩვენ გვაქცევს თავის ნაწილად. ერთი შეხედვით, კედლის აქეთა მხარეს ვართ, ხალხმრავლობაში, თუმცა ჩვენი უხილავი სამყარო კედლის მეორე მხარესაა, უცხო ცის ქვეშ. ეს გამოთქმა, იმავდროულად, ცოტა ეშმაკური გამოთქმაცაა. სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენს თავზე ცის კამარას უცხოდ გაჩვენებს. ამ დროს კი, უცხო ჩვენს სულში არსებული სამყაროა, ცოტა განსხვავებული, ჩვენგან შორს მყოფი სამყარო. უცხო ცის ქვეშ განსხვავებულად ვმღერით და ეს ხმა კაცობრიობის ყველაზე დამდაგველი ხმაა დედამიწაზე, რადგან ის ჩვენი გულების განუყოფელი ნაწილია. სხვა სიმღერების მსგავსად, ჩვენი იავნანაც განსხვავებულია. ჩვენი ხვედრია უცხო ცის ქვეშ იძულებითი განმარტოება და ამიტომ ადამიანების სიმრავლეში ეულად ცხოვრებაც ვიცით. უცხო ცის ქვეშ თითქოს ხელახლა ვატარებთ ჩვენს გაუცხოებულ ცხოვრებას მაშინაც კი, როცა ეს უცხო ცხოვრება არც კი გვამჩნევს. უცხო ცის ქვეშ სიყვარულიც განსხვავებული ვიცით და ოცნებებიც განსხვავებული გვაქვს. დიდი სიყვარულის გამო სახელებსაც კი უცხოს ვარქმევთ ჩვენს შვილებს, რადგან ეს სახელები ჩვენი სულების სიღრმეშია შემორჩენილი. პირველ სიყვარულს ვეძებთ მარტო იმიტომ კი არა, რომ ის პირველი სიყვარულია, არამედ უფრო იმიტომ, რომ იგი ამავე დროს მონატრებაა იმისა, რაც ამ ხალხმრავლობის გარეთ რჩება. ზომიერება არაფერში ვიცით და ესეც ცხოვრების წვდომის ერთგვარი ფორმაა. ამ არაჩვეულებრივი ზომაგადასულობით ხალხმრავლობის გარეთ დარჩენილი სიყვარულის ხელახლა მოპოვება გვირჩევნია და არა პირველ სიყვარულში გამართლება. სხვანაირად თავს დამარცხებულად მივიჩნევთ. უცხო ცის ქვეშ სადაც კი სოფელს ვნახავთ, ყველა ჩვენი გვგონია. იმ უცხო ცის ქვეშ რომ ბალახი, მთა, წყალი, ძაღლი თუ ადამიანია, სხვანაირად გვიყვარს... სხვაა ღრუბელი ჩვენს თავზე, სხვაა ჩვენ ქვეშ. პოეტის არ იყოს, იმ ღრუბლებში გვეგებება ყველაფერი, რაც მოგვწონდა, ან არ მოგვწონდა, რასაც ვეძებდით, ანდა ვკარგავდით, რასაც ვგავდით, ან არ ვგავდით... უცხო ცის ქვეშ თითქოს ყველაფერი უცხოა ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ მაინც არაფერი გვეუცხოება. ამ ცის ქვეშ მოვდივართ და მივდივართ ისე, რომ არაფერს ვითხოვთ. მარტო პირველი სიყვარული მიგვყვება თან...
ფ. ჩილოღლუ (ჩილაშვილი)
www.pirosmani.com.tr
|
სოფლისაკენ მიმავალი გზა ფ. ჩილოღლუ (ჩილაშვილი)
ბათუმი მონატრების ქალაქი ირინე გივიაშვილი
ჯინსების ქართული ისტორია დათო ტურაშვილი
ჭიანჭველასავით ვიცხოვრე... ქეთევან ხანთაძე
სტამბოლი და აია-სოფია ქართველ მოგზაურთა ჩანაწერებში ვაჟა კიკნაძე
მუჰაჯირული და უსამშობლოობის პოეზია ლია ჩლაიძე
კარგად დაიფარე მელიქე თეგიუნი
ოსები საქართველოში და განმეორებული ისტორია ხათუნა თოდაძე
დარბაისლური თბილისი ქეთევან ხანთაძე
მამაჩემი, აიდინი, პირველი მაისი და პიესა შენოლ თაბანი
"იარმარკა" რუსიფიკაცია ქართულ ეროვნულ ეკონომიკაში ნინო ოქროსცვარიძე
საქველმოქმედო ფონდი ერთგულება
ფაზისი ბუბა კუდავა
|

|
|