შესვლა

 

WinGeo ქართულ, თურქულ, ინგლისურ, რუსულ ონლაინ ლექსიკონი

 
მუსტაფა ქემალსა (1881 - 193∞)

1920 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისს თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ბექირ ალი სამი ბეი ესტუმრა; ოფიციალური შეხვედრების შემდეგ გადაწყდა, რომ საქართველო ში გახსნილიყო თურქეთის საელჩო. 1920 წლის 31 დეკემბერს ანკარას საქართველოს ელჩი სიმონ მდივანი ეწვია. 1921 წელს წლის 2 თებერვალს მუსტაფა ქემალსა და ელჩს შორის თბილი შეხვედრა გაიმართა, სადაც სიმონ მდივანმა მას ნდობის წერილი გადასცა. თურქეთის ახალმა მართველმა საქართველოს ელჩს მიულოცა საქართველოს სამართლებრივი კუთხით არიარება და იქვე დასძინა, რომ არნიშნული ფაქთი თურქეთისათვის ძალზედ სასიხარულოა, ხოლო თურქეთ-საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები შემდეგი სიტყვებით გამოხატა :

 "ჩვენ საქართველოსთან მხოლოდ საერთო სიმპატია კი არა, საერთო მიზნებიც უნდა გვაკავშირებდეს. ძლიერი არმოსავლეთი გვესაჭიროება. განსაკუთრებით კი ძლიერი კავკასია. ქართველები კავკასიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ერია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ძლიერება. ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო გვესაჭიროება. საქართველოსთან ერთად ყველა რონე უნდა ვიხმაროთ, რათა კავკასიის სხვა სახელმწიფოებმაც შეძლონ დამოუკიდებლობის მოპოვება."

  

 
სოფლისაკენ მიმავალი გზა :9

სოფელი, რომელშიც ბავშვობა გავატარე, იმ დროს ჩემთვის ჩვეულებრივი სოფელი იყო, რომელიც სხვა სოფლებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ იქ სახლი გვქონდა. თავისთავად ცხადია, მას საინტერესო მხარეებიც ჰქონდა. მაგალითად, მისი სიძველე ან ის გარემოება, რომ მამაჩემი და მისი შვიდი და-ძმა ამ სახლში დაიზარდნენ. საერთოდ, იმ ასაკში სხვების მოგონებები ისტორიას მაგონებდა. ამ ისტორიას კი კონკრეტული დასაწყისი ჰქონდა, რომელიც „ბათუმიდან გადმოსახლებით“ იღებდა სათავეს. მაგრამ სოფელს უფრო ადრინდელი ისტორიაც უნდა ჰქონოდა, რომლის ცნობილი მონაკვეთების მოყოლაც კი არავის ჰქონდა წესად. თუმცა გარკვეული ტრაგიკული ელემენტების შემჩნევა მაინც შეიძლებოდა: ზოგი იძულებული გამხდარა, სახლ-კარი მიეტოვებინა და სხვაგან გადასახლებულიყო.მშობლიური მიწა-წყლიდან აყრილი ჩვენი მამა-პაპაც ამ სოფელში გადმოსახლებულა და მიტოვებულ სახლებს დაჰპატრონებია. ალბათ, ჩვენი სოფლიდან წასულებიც სხვა ოჯახების სახლებში და მიწებზე დასახლდნენ. თითქოს ტრაგედიამ ადგილი იცვალა მხოლოდ.

 
უცხო ცის ქვეშ ნომერი:8

ძალიან მიყვარს გამოთქმა "უცხო ცის ქვეშ". მიყვარს უპირველეს ყოვლისა,ალბათ, იმიტომ, რომ ვფიქრობ, საუკეთესოდ მოგვითხრობს ჩემზე, ჩვენზე.ჩემთვის ის გრძნობების ანსხვავებულობას უფრო გამოხატავს, ვიდრეტერიტორიულს. და ამ გრძნობების სახით წარმოგვიდგება არა ის, თუ რანი ვართ,არამედ ის, რაც არა ვართ, გვიჩვენებს არა იმას, რასაც ვგრძნობთ, არამედრასაც არ ვგრძნობთ შესაძლოა, ხალხის მასაში ამ მასის ნაწილად ვჩანვართ,მაგრამ ხალხის სიმრავლე ვერ დაძლევს უცხო ცის ქვეშ მყოფ ჩვენს   კედელს, მეორე მხარეს ვერ გადავა და ვერც ჩვენ გვაქცევს თავის ნაწილად. ერთი შეხედვით, კედლის აქეთა მხარეს ვართ, ხალხმრავლობაში, თუმცა ჩვენი უხილავი სამყარო კედლის მეორე მხარესაა, უცხო ცის ქვეშ. ეს გამოთქმა, იმავდროულად, ცოტა ეშმაკური გამოთქმაცაა. სადაც არ უნდა ვიყოთ,  ჩვენს თავზე ცის კამარას უცხოდ გაჩვენებს. ამ დროს კი, უცხო ჩვენს სულში არსებული სამყაროა, ცოტა განსხვავებული, ჩვენგან შორს მყოფი სამყარო.

 
შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი"

შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა. რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი ("დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი", "მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი"), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება).

 

 
Bayar Şahin "Tetro Mamalo"

There are no translations available.

Bayar Şahin’in "Tetro Mamalo" isimli albümü Gürcistan’da çıktı. Bu albüm, Bayar Şahin'in Gürcüstan'daki ikinci albümü olmakla beraber sanatçının şimdiye kadar yaptığı albüm çalışmalarının da altıncısını oluşturuyor.

Gürcüstan’da çıkan "Tetro Mamalo" albümünde, Bayar Şahin’in "Nalia" isimli bir önceki albümünün repertuarından seçilen sekiz şarkının yanı sıra, sanatçının daha önce albümlerinde seslendirmediği altı yeni şarkı yer almaktadır. Bunlarla birlikte yeni çalışmada toplam on dört şarkı bulunuyor. Merkezi Gürcüstan’ın Tiflis kentinde olan “Sano Studia” müzik firması tarafından satışa sunulan "Tetro Mamalo" albümünde, Türkçe, Gürcüce, Lazca, Megrelce ve Abhazca olmak üzere beş dilde şarkılar yer alıyor.

 
<< დაწყება < წინა 1 2 შემდეგი > ბოლოს >>

1 გვერდი, სულ:2
 
Pagerank